ფეხბურთი

16:20 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" განცხადება: "ოსიმენზე გავრცელებული ამბები უადგილოა!"

„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენზე განცხადება გაავრცელა. ამის მიზეზი მედია გახდა, რომელმაც აურელიო დე ლაურენტისის კომენტარის შემდეგ კლუბსა და ნიგერიელს შორის ცივი ურთიერთობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

„მედიაში წავიკითხეთ დე ლაურენტისის განცხადების ინტერპრეტაცია ოსიმენთან დაკავშირებით. ამიტომ, გვინდა, რომ განვმარტოთ: პრეზიდენტ დე ლაურენტსს ოსიმენთან მიმართებაში ნეგატიური არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის თქვა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ რომელიც დასრულდა ხელის ჩამორთმევით, რამაც დაადასტურა ურთიერთობის გაგრძელების სურვილი, ვიქტორი ისევ დაფიქრდა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ დამაფიქრებელი პაუზა იყო. მომდევნო კვირებში, მით უფრო, რომ ოსიმენს ახლა თამაში არ შეუძლია, დე ლაურენტისი, ოსიმენი და მისი აგენტი რობერტო კალენდა შეხვდებიან მომავალზე სასაუბროდ მაქსიმალურ სიმშვიდეში. იმის წაკითხვა, რომ ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის ურთიერთობა გაიყინა, სრულიად უადგილოა“, - წერია ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.112698