ფეხბურთი

15:47 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონმა" მიტომას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

„ბრაიტონ ალბიონმა“ კაორუ მიტომას ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვით იაპონელი კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიტომას ძველი კონტრაქტი 2025 წელს იწურებოდა. აზიელი „ბრაიტონს“ 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 52 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

იაპონელ გარემარბს მანამდე „ცუბუკაში“, „კავაზაკისა“ და „უნიონ სენ-ჟილში“ აქვს ნათამაშები, ხოლო იაპონიის ნაკრებში 18 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113881