ფეხბურთი

13:19 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იანვარში სამარჯიჩის დამატებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბასა და ნიკოლო ფაჯოლის დისკვალიფიკაციების შემდეგ ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს.

როგორც იტალიური მედია წერს, ტურინელთა სამიზნე „უდინეზეს“ სერბი ფეხბურთელი ლაზარ სამარჯიჩია. „იუვეს“ სურს 21 წლის სამარჯიჩი იანვარში იჯარით დაიმატოს, რაშიც 4 მილიონ ევროს ითხოვს. კონტრაქტში ასევე იქნება გამოსყიდვის უფლება, რომელიც გარკვეული პირობების შემთხვევაში შეიძლება ვალდებულება გახდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, დაეთანხმება თუ არა „უდინეზე“ ამ შეთავაზებას. სერბი ზაფხულში ახლოს იყო „ინტერში“ გადასვლასთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ლაზარ სამარჯიჩი გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, სადაც „ჰერტას“ და „ლაიფციგის“ წევრი იყო, „უდინეზეში“ კი 2021 წლიდან გამოდის და 71 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თუმცა 2023 წლიდან სერბეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

0.099587