ფეხბურთი

12:22 | 20.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი შეიძლება "ლივერპულში" გადავიდეს

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ „ნაპოლისა“ და ვიქტორ ოსიმენს შორის კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები „ლივერპულის“ გამო შეფერხდა.

როგორც ის იტყობინება, ნიგერიელ ფეხბურთელს ინგლისური კლუბიდან დაუკავშირდნენ და უფრო მეტიც, მათ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. თუმცა, „ნაპოლისთან“ ინგლისელებს არ უსაუბრიათ.

ამიტომაც, ოსიმენმა იტალიელებთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა და იმედოვნებს, რომ ზაფხულში ინგლისურ გრანდში გადავა. ჯერჯერობით, სხვა ფინანსური დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.122053