რაგბი

23:26 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ჟვანია „ჩიკაგო ჰაუნდსის“ ღირსებას დაიცავს

ქართველი მორაგბე ზურაბ ჟვანია კარიერას ჩიკაგო ჰაუნდსიში გააგრძელებს. ინფორმაცია ამერიკის სარაგბო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

32 წლის სპორტსმენი ბოლოს საფრანგეთში თამაშობდა, ხოლო ჩიკაგო ჰაუნდსი, ფრანგული სტად ფრანსეს, ინგლისური უოსპსისა და ფრანგული გრენობლის შემდეგ, მისთვის მეოთხე უცხოური კლუბია.

ჟვანია ნიკოლოზ ხატიაშვილის შემდეგ მეორე ქართველი მორაგბეა, რომელიც ამერიკის სარაგბო ლიგაში გამოვა.

გეტვით, რომ ზურაბ ჟვანია წლები ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა და მის ანგარიშზე 36 მატჩში 10 ლელოა.

0.116904