ფეხბურთი

20:35 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "თამაში სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, მხოლოდ ფულის გამო სადმე წასვლა კი არ მინდოდა"

ედენ აზარმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სადმე წასვლა და ფულის გამო თამაში არ სურდა. ამიტომაც, გადაწყვიტა, რომ კარიერა დაესრულებინა, რადგან ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა.

„კარიერის დასრულებაზე უკვე ვფიქრობდი, როდესაც ნაკრებიდან წავედი. „რეალში“ რთული პერიოდი გამოვიარე. ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერას მაშინ დავასრულებდი, როგორც კი, მოედანზე სიამოვნებას ვერ მივიღებდი. ფულის გამო სადმე წასვლა და თამაში არ მინდოდა. ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, ვარჯიში აღარ მანიჭებდა სიამოვნებას. გადაწყვეტილება მარტივი იყო“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა კარიერის განმავლობაში „ლილის“, „ჩელსის“ და „რეალის“ ღირსება დაიცვა. მან კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა.

თეგებიედენ აზარი
0.104364