„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ სეზონის ცუდ სტარტზე რუდი გარსია პასუხისმგებელია, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ „ნაპოლის“ ამ სეზონში პრობლემები ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით არ ექნებოდა.
„ჩემი აზრით, გარსია დამნაშავეა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ბედი უკვე გარკვეულიცაა. თუმცა, ასეთი დარწმუნებულები ვართ, რომ სპალეტისთან ერთად ახლა საქმე ძალიან კარგად იქნებოდა? ვფიქრობ, ოდნავ უკეთ იქნებოდა, მაგრამ მაინც დიდ სირთულეებს წააწყდებოდა“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 21 ოქტომბერს, „ვერონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.