კატალონიურმა „ბარსელონამ“ მომავალი „ელ კლასიკოსთვის“ სპეციალური ფორმა წარადგინა. ამგვარად, გუნდი ესპანური პრიმერას მე-11 ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან,“ ცნობილი მუსიკალური ჯგუფის „როლინგ სტოუნზის“ ლოგოიანი ფორმით ითამაშებს.
საქმე ისაა, რომ „ბარსელონა“ „კლასიკოში“ მუსიკოსებისა და ჯგუფების ლოგოებით, სტრიმინგ სერვის Spotify-თან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს. „როლინგ სტოუნზის“ ლოგოს ფორმაზე დახატავენ, რათა ჯგუფის ახალი ალბომის, Hackneys Diamonds-ის გამოშვებას დაემთხვეს, რომელიც 20 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ეს ჯგუფის პირველი ალბომია 18 წლის განმავლობაში.
პრიმერას მე-11 ტურის მატჩი „ბარსელონა" – „რეალი" 28 ოქტომბერს გაიმართება. თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.