ფეხბურთი

10:07 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: „ჰუმანიტარული დახმარება სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს ღაზას“

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე ისაუბრა.

„მსგავს დროს ყოველთვის რთულია ხმამაღლა საუბარი. ძალიან ბევრი ძალადობა და გულის ამაჩუყებელი სისასტიკე ხდება. ბოლო კვირების ესკალაცია საშინელი საყურებელია. ყველა სიცოცხლე წმინდაა და დაცული უნდა იყოს. ეს მოვლენები უნდა შეწყდეს. ოჯახები იშლება.

რაც ახლა ნათელია არის ის, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს ღაზაში. ხალხი იქ საშინელ პირობებშია. ღაზას მოსახლეობას სასწრაფოდ სჭირდება საკვები, წყალი და მედიკამენტები.

მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, თავიდან აიცილონ უდანაშაულო ადამიანების შემდგომი ხოცვა. კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს“, - თქვა სალაჰმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაში.

0.125907