ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თად მაკფადენის „მურსია“ იტალიაში „ტორტონას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 74:78 დამარცხდა.
მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა 7 ქულით მოიგეს.
მაკფადენმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. თადმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
„მურსია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ნოემბერს, „იგოკეას“ უმასპინძლებს.