კალათბურთი

0:19 | 19.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მესამე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ ბერლინის „ალბა“ 87:76 დაამარცხა, რის შედეგადაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

იტალიურმა კლუბმა პირველივე პერიოდში 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვია.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 აღმოჩნდა.

შენგელია 26 ქულით მატჩის საუკეთესო მექულეც გახდა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 1 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.

0.139843