„ინდეპენდიენტეს“ მთავარი მწვრთნელი კარლოს ტევესი აბაზანაში ცუდად გახდა. ამის შესახებ არგენტინული მედია წერს.
კარლიტოსმა გონება დაკარგა, რის შედეგადაც დაცა და დაცემის წარბი დაიზიანა. არგენტინელი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობაზე 10 ნაკერი დაადეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა იმის მიზეზი, რომ ტევესმა გონება დაკარგა. არგენტინული მედია წერს, რომ კარლოსი გუნდს უახლოეს მატჩში „ბარაკასის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.