კალათბურთი

23:37 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოგების შანსი ბოლო წამამდე: თსუ-მ გერმანიაში იბრძოლა

საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „გოტინგენთან“ დრამატულ ბრძოლაში, 81:86 დამარცხდა.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გერმანიაში კარგად ითამაშა, მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და ბოლო წამამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.

არადა, თსუ-მ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, პირველი პერიოდი 20:12 მოიგო და წინ გაიჭრა. თუმცა, მეორე პერიოდი გამოდგა ცუდი, რომელიც გერმანელებმა 15 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო გარდამტეხი.

მესამე მეოთხედში თბილისელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო პერიოდის წინ 3 ქულას აგებდნენ. თსუ-მ მატჩის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრა და წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ კახა ჯინჭარაძემ ორი ჯარიმა ააცილა. ანგარიში მერეც ქულა-ქულაში იყო, თუმცა, ბოლო წამებზე გერმანელებმა 5-ქულიან უპირატესობას მაინც მიაღწიეს. 78:82-ზე ტრი ბოიკინმა ურთულესი 3-ქულიანი ჩააგო, თან მასზე სროლის მომენტში დაჯარიმდნენ და 81:82-ზე ჯარიმა ისროლა, ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, ეს ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 11 წამიღა რჩებოდა. თუმცა, ჯარიმა ააცილა. მდევრის როლში დარჩენილ თსუ-ს ტაქტიკური ფოლის აღება მოუწია და საბოლოოდ 81:86 წააგო...

ქართულ გუნდს 19 ქულით, 6 მოხსნით და 8 პასით ბოიკინმა ულიდერა, მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა - 24. ორმაგი დუბლი მიითვალა კახა ჯინჭარაძემ - 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი. ალექსანდრე ფევაძემ 18 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, ნიკოლა ვუიოვიჩმა 9 ქულა, გიორგი ტურძილაძემ 8.

თსუ, რომელიც I ჯგუფშია, მეორე ტურში 25 ოქტომბერს, თბილისში, „კერავნოსს“ უმასპინძლებს, რომელიც დღეს იტალიურ „ვარეზესთან“ საკუთარ მოედანზე 80:95 დამარცხდა.

„გოტინგენი“ – „დინამო თბილისი“ 86:81 (12:20, 28:13, 21:25, 25:23)

სტატისტიკა სრულად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111748