ნეაპოლელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ „ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტი დაიცვა. როგორც მან თქვა, არავინ საუბრობს ვიქტორ ოსიმენის შეცდომებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც გაქრა. სამაგიეროდ, ყველა მერეტს აკრიტიკებს.
„ბევრი კრიტიკაა მერეტის მიმართ „ფიორენტინასთან“ გაშვებული გოლის გამო, მაგრამ გინახავთ მენიოს გაშვებული გოლები? გახსოვთ შჩენსიმ რასპადორისგან ფეხებს შორის რომ გაუშვა გოლი? მერეტი „ნაპოლის“ მოჩვენებითი პრობლემაა. გვინდა ამის ნაცვლად ვიქტორ ოსიმენზე ვისაუბროთ? ვინ დაკარგა ბოლონიაში 3 ქულა? ვინ ვერ გამოიყენა რეალური მომენტი „ფიორენტინასთან“? მაგრამ ოსიმენს არავინ ეხება... მან 6 გოლი გაიტანა, მაგრამ 2 პენალტით, რომ აღარაფერი ვთქვათ კვარაცხელიაზე, რომელიც გამქრალია“, - თქვა კიარიელომ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 21 ოქტომბერს, სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.