ფეხბურთი

16:51 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია კოპა ამერიკის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ანხელ დი მარია 2024 წლის კოპა ამერიკის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა განცხადება გააკეთა.

„კოპა ამერიკა იქნება ბოლო ტურნირი, შემდეგ ნაკრებში თამაშს დავასრულებ. „ბენფიკაში“ გადავედი, რათა ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა და კონკურენტუნარიანობა შემენარჩუნებინა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კოპა ამერიკაზე ვითამაშო. ამის შემდეგ ჩემი აზრია „როსარიო სენტრალში“ დაბრუნება“, - თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 29 გოლი გაიტანა. მან „ალბისელესტესთან“ ერთად თითოჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და კოპა ამერიკა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116692