NBA-ს მოსამზადებელ ეტაპზე „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და 92:104 დამარცხდა.
გოგა ბითაძეს თამაშის შესაძლებლობა მეორე ტაიმში მიეცა და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ ჩაატარებს, NBA-ს პირველ შეხვედრაში კი 26 ოქტომბერს „ჰიუსტონს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი დუეტები დაიდო ძაან
ისე რასს და ჰარდენს თუ ერთად ვნახავდი აღარ მეგონა
პოლი დარჩა უბეჭდოდ
დღეს პოლს ვესტბრუკი მირჩევნია მარა ეგაა ჰარდენის პოლი უფრო უხდებოდა თამაშის მანეერებით რასზე არ ვიცი რა იქნება წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა მაინც მგონია რო რასი უფრო ხშირად იქნება ბურთით ვიდრე ჰარდენი. ერთი ის რო უკეთესი მეპასეა მეორე ჰსრდენი უკეთესი მსროლელი ეგოიზმი ან დაღუპავს ან წინ გაიყვანეს ჰიუსტონს. მაგარი გუნდია ჰიუსტონი ვესტბრუკი ჰარდენი დღევანდელ კალათბურთის ორი მვპ
სტაუდმაიერმა დაბრუნებას ვაპირებო და ეგრე ბეჭედი მინდაო
მარკუს მორისი დაიმატა ნიქსმა და უბრალოდ ვერ ვხვდები მძიმე ფორვარდი რაში ჭირდებოდა რენდლი კნოქსი პორტერი ყავს გუნდში და მორისი რაღად უნდოდა რა ესეთი სი..ები არაფერი მინახავს
თან ხელფასი არ გაინტერესებთ 15 მილიონი ერთ წელზე
მაგ 5 მილიონის გამო გადააგდო მორისმა სან ანტონიო
2 წლიანი ჯამში 20 მილიონიანი კონტრაქტი ჰქონდათ შეთანხმებული
ოჯახის გამო გადავდგი ეგ ნაბიჯიო. მოსრისი გასაგებია რო გადავიდა მაგრამ ნიქსს რაში ჭირდებოდა ვინმე მეტყვის . რენდლი კნოქსი , ტაჯ გიბსონი ყავს მძიმე ფორვარდზე და ეს რაღად უნდოდა აუ რა შოკი გუნდია
აუ პელიკანსისი თამაში მაინტერესებს რა მაგრად ზაიონი მართლა ცხოველია რა წესით მაგარი სეზონი ექნება დაჯე ისეთი როკი სეზონს ველოდები მაგისგან საერთოდ არავის რო არ ქონია
ფოქსი ძაან მაგარი ბიჭია და საკრამენტოსგან პლეიოფი ნაღდად არ გამიკვირდება წელს.
ისედაც კარგი გუნდია საკრამენტო სტარი არ ყავთ არავინ მაგრამ მაგარი შეკრული და აწყობილი კამანდაა
არმოსავლეთში 6 გუნდი მგონია რომელიც გარანტირებულად გავა . 1.ბაქსი 2.ფილა 3.ბრუკლინი 4.ტორონტო 5.ინდიანა 6.ბოსტონი დანარჩენ 2 ადგილზე ვაშინგტონს მაიმაის ორლანდოს და დეტრიოტს ექნება ალბატ ყველზე მეტი შანსი . კლივლენდი შარლოტი უშანსოდ მგონია რა .დაჟე ჩიკაგო და ატლანტაც იბრძოლებენ
ის 6 გუნდი ულაპარაკოდ გავაა რაა
მეც ეგრე ვფიქრობ
კარმელოსი ხო არ იცი რამე ?
ჩუმადაა ისევ
ალბათ ლებრონთან წავა ხო
რასი მაიმიში რო გადასულიყო 7გუნდი გაიჩითებოდა გარანტირებულად მაგრამ მარტო ჯიმის იმედზე სხვა თემაა
რთულია პროგონოზი მაგრამ მაინც ვიტყვი 6 გუნდს ახლანდელი მდგომარეობით რომელიც ვფიქრობ რომ ნაღდად გავა.ლეიკერსი ჰიუსტონი კლიპერსი იუტა გოლდენი(კლეი თუ მალე დაბრუნდა)პორტლენდი.დანარჩენ 2 ადგილზე დენვერს ოკლაჰომას სანანტონიოს საკრამენტოს პელიკანსს ბრძოლა მოუწევთ და არცერთის გასვლა არ იქნება მოულოდნელი
თუ კლეი მალე არ დაბრუნდა ის 5 გუნდი გავა გარანტირებულად და გოლდენიც დარჩენილი 3 ადგილისთვის ბრძოლაში იქნება ქვედა 5 გუნდთან
კლეის გარეშეც გავლენ არ მეპარება 1 პროცენტიც ეჭვი
გოლდენი , ლეიკერსი , ჰიუსტონი, კლიპერსი , იუტა , დენვერი . მე უჭველი ამ 6ზე ვიტყოდი
ისე ფინიქსის ხუთეულიც არ ჩანს ურიგო 1.რუბიო 2.ბუკერი 3. უბრე 4.სარიჩი 5.აიტონი რავი ამ გუნდმა წესით კატასტროფული შედეგი არ უნდა დადოს რა . რუბიო კარგი გამთამაშებელი და პლიუს ბუკერი კარგი შუთერი და ბურთსაც კარგად ფლობს .აიტონი ფარზე ძალიან მომწონს ბოლო ბოლო 1 დრაფტია 2018ში და ნელ ნელა კიდე მოუმატებს ვნახოთ იქნებ მაინც საინტერესო იქნება ამათი თამაში
იუტას ყავს ძალიან დაბალანსებული გუნდი და ფლეიოფში ულაპარაკოდ გავა ასეტი კონკურენციის მიუხედავად
ამ ეტპაზე დღეის მდგომარეობით დასავლეთში 3 გუნდზე შეგვიძლია ვთქვათ რომ პლეიოფში შესვლა უტოპიაა მათთვის.ფინიქსი მემფისი და მინოსეტა.დანარჩენ 12 გუნდს ყველას აქვს შანსი რა თქმა უნდა ზოგს მეტი ზოგს ნაკლები მაგრამ მაინც.თუმცა შეიძლება კიდევ შეიცვალოს სიტუაცია მაგალითად ოკლაჰომამ თუ პოლი-ადამსი დაატრეიდა უშანსოდ იქნება ეგეც
ნუ დალასიც რა მეოთხე უშანსოდ ამ ეტაპზე.11 გუნდი ყველა იბრძოლებს
დალასზე ვერ დაგეთანხმები პორზინგისი წელს უნდა მოიხოდოს ხო არ დაგავიწყდა ტრამვამდე რა ხოდზე იყო , პლიუს დონჩიჩიი რო მოუმატებს არც მაგაში მეპარება ეჭვი ასე რო უშანსოდ არაა . მინესოტა მემფისი უდავოდ ყველზე სუსტები არიან
დალასი ?
რატო ვითომ
დონჩიჩი-პორზინგისი სხვა ვინაა?პორზინგისი რა ფორმაში დაბრუნდება კიდევ კაცმა არ იცის.ეგრე ვიგინსი თაუნსი მინოსეტასაც ყავს პლუს ტიგი მაგრამ არ მგონია ეგ ხალხი საკმარისი ამ სეზონში პლეიოფში შესასვლელად
თაუნსს და ვიგინს დონჩიჩი და პორზინგისი ნაღდად ჯობს
ვიგინსს დონჩიჩი ნაღდად ჯობია მაგრამ თაუნსი მირჩევნია პორზინგინსს.პლუს ტიგი კი ვთქვი და კოვინგტონიც საკმაოდ კარგი მოთამაშეა როგორიც დალასს არ ყავს.მაგრამ მაინც არაა საკმარისი არცერთისთვის პლიეოფის გუნდი რომ იყვნენ
დალასი მგონია რო ცოტას კიდე გაძლიერდება
ცენტრზე ჭირდება დალასს ვინმე კარგი მოთამაშე რეალურად პორტინგისი 4 ნომერზე უფრო სასარგებლოა
1.კონლი 2.მიჩელი 3.ბოგდანოვიჩი 4.ინგლსი 5. გობერტი ძალიან მაგარი სასტარტოა ცოტა ბენჩი მოიკოჭლებს მაგრამ მაგასაც რამეს მიხედავენ იმედია
იუტას სათამაშო სისტემა აქვს კარგად აწყობილი,მაგარი მწვრთნელი ყავს.მეც ვფიქრობ რომ პლეიოფში ასეთ კონკურენციაშიც კი გავლენ თუ არ დაილეწენ წამყვანი მოთამაშეები
მაგრამ კარგი ოფლის ღვრა კი მოუწევს "მეფეს" ისეთი კონკურენციაა თუ უნდა ბეჭედი))
ასეთ თანაბარ სიტუაციაში კი ყველაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდი ვფიქრობ მაინც ლეიკერსს ყავს.2 ისეთი მაღალი ყავს რომ ფარზე დაჩაგრავენ ყველას რაც ძაან დიდი უპირატესობაა.კაზენსი უნდა შევიდეს ფორმაში ოღონდ.პლუს ლებრონი თავისი კარგი დამცველებით და შუთერებით
რაც შეეხება ოკლაჰომას რათქმაუნდა იხეირა ამ ტრეიდით დიდი ხნის წინ უნდა განეხორციელებინათ მსგავსი რამ ახლაც კი საფლეიოფო გუნდი ყავთ (რაც რასთან ერთადაც მათი მაქსიმუმი იყო) და ამას დაუმატეთ დიდი მომავალი ნუ ეს უკვე სწორი სელექციის შემთხვევაში, სელექცია ადრეც კი ჰქონდათ მარა ვერ გამოიყენეს ;დ
მარა ეს იმას არ ნიშნავს რო ჰიუსტონმა წააგო, შეიძლება შედეგიც მიიღონ და თან ბოლოს პოლმა მოუკლო აერია ჰარდენთან ურთიერთობა ნუ როგორც წერდნენ ამას ასე რომ ჰიუსტონსაც აწყობდა ეს გაცვლა
რასი და წვერა? ცირკაჩობები იქნება ჰიუსტონში რა წელს
ორი ვარიანტია ან ბურთს გაჭრიან შუაზე და ძალიან ვიღადავებთ ან კიდე ბევრის სერიოზულ გეგმებში მოისაქმებენ :დ უბრალოდ ორივეს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ისეთია რო ბურთის გაჭრის ალბათობას 90%-ად შევაფასებდი :დ თუ მეტად არა
ულაპარაკოდ ძალიან თანაბარი ლიგაა რა საინტერესო სეზონი გველის .ვნახოთ იქნებ ჩამოწერილმა გუნდებმაც სიურპრიზები შემოგვთავაზოს . ნიქსის ამბავიც სტრანია ნუ გამორიცხავთ რო ფლეიფში გავიდეს რჯ ბარეტი მაგარი ბიჭი ჩანს და რენდლი და კნოქსიც მშვენიერი ახალგაზრდები არიან .ნიქსისგან რამე საინტერესო ტრეიდი არაა გამორიცხული . ხო კიდე დარჩა რამდენიმე თავისუფალი აგენტი და ვნახოთ ეგენი სად წავლენ
ამ როსტერით ეხლა რაც ჩანს ალბათ ასეთი ხუთეულით ითამაშებს ნიქსი . 1.სმიტი 2.ბარეტი 3.კნოქსი4.რენდლი 5.რობინსონი . ნოქსიც და რენდლის იდეაში მძიმე ფორვარდები არიან მაგრამ 3 ზე დადგება ალბათ კნოქსი
ნიუიორკს ისეთი გეგმები ქონდა მაგ გუნდს რომ უყურებენ დანახვაც არ უნდათ
ჩიკაგოც კი გაძლიერდა და ვოლი როცა დაბრუნდება არც ვაშინგტონია ჩამოსაწერი პლეიოფის ზონისთვის.ასევე მაიამიც რა თქმა უნდა დრაგიჩო-ბატლერის დუეტი რაღაცას ნიშნავს უკვე აღმოსავლეთის პლეიოფის მებრძოლის კვალობაზე
დრაგიჩი
საკრამენტოც საკმაოდ კარგი გუნდი იქნება.ფოქსი-ჰილდის დუეტი უმატებს წლიდან წლამდე,დაიმატეს არიზა დედმონი მოგდანოვიჩი ჯოსეფი შეინარჩუნეს ბარნსიც.პელიკანსიც კარგი გუნდი იქნება.ლონზო ინგრამი ზაიონი ჯრუ რედიკი ფეივორსი.ოკლაჰომა კი ვთქვით უკვე.სანანტონიოც არაა დასავიწყებელი და არც დალასი.მოკლედ რთული გასაკეთებელია პროგნოზი.მაგარი თანაბარი ლიგაა ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც და პლეიოფის ზონისთვისაც.ერთი ფეხის დაცდენა და დაერხევა ნებისმიერ გუნდს თავისი მიზნებისთვის ბრძოლაში
ბოგდანოვიჩი
ბოგდანოვიჩი გასულ სეზონშიც ყავდათ არიზა დედმონი ჯოსეფი დაიმატეს
დასავლეთში 4 მაგარი დუეტი კი არის ისე რა .რასი -ჰარდენი. დევისი-ლებრონა. კავაი-ჯორჯი .კარი-კლეი .მოკლედ მაგარი ჯახია რა
ისე მთლიანობაში მაგარი თანაბარი ლიგა იკრიბება.რა თქმა უნდა ახლა ცოტ-ცოტა სხვაობა არის მაინც გუნდებს შორის და ეგ ბუნებრივიცაა ეგრე ზუსტად შემადგენლობებს ვინ დააჯენს მაგრამ მთლიანობაში შანსები თანაბარია.ლეიკერსი კლიპერსი ჰიუსტონი გოლდენი(კლეი როცა დაბრუნდება)დასავლეთში და მილუოკი ბრუკლინი(კევინი როგორ ფორმაში დაბრუნდება გააჩნია)ფილადელფია აღმოსავლეთში.ამავადროულად იოლად მისაბულკი არც იუტა დენვერი პორტლენდი იქნებიან დასავლეთში და ბოსტონი ტორონტო ინდიანა აღმოსავლეთში.მოკლედ საინტერესო სეზონი გველის
დალასი ერთი კარგი სტარით და ეგეც გაიბრძოლებს .
პოლი რობერსონი გალინარი პატერსონი ადამსი ასეთი ხუთეული რომ გამოიყვანოს და ბენჩიდან ალექსანდერი შროდერი ფერგიუსონი ნოელი ნორმალური გუნდია და ექნება პლეიოფის შანსი
იკლაჰომაც სერიოზული გუნდი გახდა, იმაზე გაცილებიტ ძლიერი ვიდრე იყო. გალინარი ადამსი წინ სერიოზული დუეტია. უკან პოლი შროდერი ალექსანდერი მშვენიერი როტაციის შესაძლებლობა. კარგი მსროლელი და პლეიოფი გარანტირებული მგონია
არ ვუყურებდი ამათ თამაშებს, მწვრთნელი როგორია? რივერსი რომ ყავდეთ უეჭველი დადებდა შედეგს.
მწვრთნელი ბევრი არაფერია დონოვანი მაგრამ შანსი მაინც უნდა ქონდეს წესით პლეიოფის
რობერსონიც დაბრუნდება კიდევ.მოკლედ თუ კიდევ არ დაატრეიდეს პოლი ან ადამსი მეც მგონია რომ შევლენ პლეიოფში
შეიძლება ეგრეც იყოს თან უფრო გუნდურ კალათბურთს ითამშებენ კია პოლი ასკში და რეგრესი კი აქვს მაგრამ ძალიან დიდი ინტელექტის იგროკია და წესით უნდა დაალაგოს გუნდი თან ალბათ ლიდერობაზე ექნება პრეტენზია
ნიუიორკი ნიქსი ხო ცალკე მოვლენა არის კიდევ.ტიპები რამდენი წელი ელოდენენ 2019 წლის ზაფხულს,ათავისუფლეს ჭერი,ქონდათ დრაფტის იმედიც და ბოლოს იმაზე ნაგავი გუნდი მიიღეს ვიდრე მანამდე ყავდათ.ამ ჭაობიდან ამოსვლას კიდევ წლები დაჭირდება და კიდევ ვერ ამოვლენ მერეც)))
მემფისის მწვრთნელობას არ ჯობია ახლა არაფერი))ვინც ჩამოწერილი არის ყველა მანდ არის მგონი თავშეყრილი.ნუ ყველა ჩამოწერილს მემფისიც ვერ დაიტევს მაგრამ რა შემადგენლობაც ყავს ყველა ვადაგასულია მართლა)))პიკებზე იჩალიჩებს მემფისიც წელს კი ბევრს წააგებს
მემფისს ნახირი ყავს შეყრილი ძმაო არ ვიცი რა რომ ვუყურებ გუნდის როსტერს მეცინება)))ჰოვარდი აკლდათ და ისიც მიუყვანიათ)))
ჰოვარდი მანდ დატრეიდდა?
სიმართლე გითხრა როგორ მოხვდა მანდ არ ვიცი მაგრამ შემადგენლობაში წერია))
კონტრაქტი ქონდა როგორც მახსოვს
ისე ჯა მორანტი მაგრად მომწონს რა ცოდვაა ეგ ბიჭი მანდ
ბევრია ეგეთი ცოდვა ჯიგარო სხვადასხვა გუნდებში მაგრამ მეტი უნდა გააკეთონ უფრო და ან კარგ გუნდში მოხვდებიან ან თავიანთ გუნდებს გახდიან უკეთესებს
მეც ვნახე ჰოვარდი მანდაა და ვერ ვხვდები საიდან როოგრც მახსოვს იუტასთან კონლის ტრეიდში კორვერიც მოოყვა მემფისს და ეგ არ ჩანს როსტერში და ეგ ხო არ დაატრეიდეს ვაშინგტონში ?
კორვერი არ წერია ვაშინგტონის როსტერში და არ ვიცი.შეიძლება ჰოვარდი თავისუფალი აგენტიც კი იყო რა მახსოვს
არ მახსოვს
ისე რასი და ჰარდენი რა სუპერ ენერგიული დუეტია რა ტიპები იმენა არ იღლებიან და ვერასდროს ნახავ უმოტივაციოდ რო თამაშობდნენ არ ვიცი რა არც შემპიონობაა გამორიცხული უბრალოდ დაცვა არ მომწონს რა იგუდალა ცოტას მოხოდავდა მაგ ამბავში
ყველაზე მეტად კი ამ ეტაპზე ბუკერი მეცოდება.ვერაფერს აკეთებს ფინიქსში არადა ნებისმიერ საჩემპიონო გუნდში შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.არც თვითონ არის არაფრის მომგები და მართლა იკარგება ტალანტი
ფინიქსი წელს ბევრად უკეთესი გუნდი იქნება
სარიჩი და რუბიო უშველით ვითომ?ცოტა უკეთესი გუნდი იქნება მაგრამ პლეიოფში ვერანაირი ლოგიკით ვერ უნდა გავიდეს და ცოდოა ბუკერი ამდენიხანი ეგეთ გუნდში პლეიოფიც რომ სანატრელი აქვს
ამ დასავლეთში ვერ გავა მაგრამ კატასტროფული რეკორდი ნაღდად არ ექნება .ვნახოთ იმედია უბრესაც შეინარჩუნებენ
მემფისი რა მაგარი გუნდია ყველას კონტრაქტი შეიტენა ვისიც შეეძლო შეეტენა)))
სამწუხაროდ არ მჯერა ჰიუსტონის ჩემპიონობის არადაყველაზე მეტად მინდა რა რასიც და განსაკუთრებით წვერებიანი ერთ ბეჭედს ხო მაინც იმსახურებენ და ვერავინ იტყვის წვერაზე რო ყველაფერს არ აკეთებს მაგისთვის
უფროსწორედ 2 წლიან შუალედში.2007-ში კეიდი 2008-ში რასი და 2009-ში წვერა
ჰიუსტონი ჩაეწერა ულაპარაკოდ საჩემპიონო ამბავში ის პრობლემა რაც 3ზე აქვს თუ მოაგვარეს თუნდაც იგუდალათი ხო საერთოდ რეალურარი შანსი აქვს უკვე ჩემოიონობის რაც არ უნდა ეგოისტი იყოს რასი ჰარდენთან ეგ ამბავი არ გამოუვა პირიქით მგონია რო ერთმანეთს შეაფსებენ
იგუდალა თუ დაითრიოს მემფისიდან და ასევე ფარიდიც არ დაკარგეს უძლიერესი გუნდი ხდება.რასი წვერა იგუდალა ტაკერი კაპელა სასტარტო და ბენჩი რივერსი გრინი გორდონი ფარიდი
კაპელას ადამსი მერჩივნა ისე
ადამსს სადღაც 10 მილიონით მეტი ხელფასი აქვს ვიდრე კაპელას და მაგ 10 მილიონად კი შეუძლიათ იგუდალას მოყვანა
იყო ეგეთი ვარიანტიც რასი ადამსი ტრეიდდებოდა ერთად და კაპელა პოლი ოკლაში პიკებთან ერთად
ისე კი ყისმათები ნაღდად არიან მაგრამ რათ გინდა როცა გაარტყეს იმით რა იხეირეს?ტიპებმა 1 წლიან შუალედში მართლა 3 მეგასტარი აიყვანეს რასაც ქვია თავზე დაეცათ და დაკარგეს სამივე.კარი-კლეი-გრინი ვინ იყო ან დღეს ვინ არიან რას-ჰარდენ-კეიდისთან?და როგორ გამოიყენა გოლდენმა თავისი ტრიო და როგორ გამოიყენა ოკლაჰომამ კი ვნახეთ კარგად)))
ლებრონა მაგათზე დავაჟკაცდა (პირველ ბეჭედს ვგულისხმობ)

))
მართალია მერე დურანტმა აბაროტი აუღო, მაგრამ ეგ უსამართლობა იყო. კარიმ, კლეიმ და გრინმა გააკავეს ჩვენი მეფე და ამანაც უპრობლემოდ იხმარა
მასე უკვე ვაჟკაცმა ვეიდმა დაავაჟკაცა ბავშვებზე თქვენი "მეფე" ეგეც თქვი)))
ნუ, ეგ ეგრეა. მეც ჩემზე უფრო "გამოცდილებმა" წამიყვანეს პირველად ქალებში, თორემ ჩემით ცოცხალი თავით არ მივდიოდი

))))))))))))))
პოლი და ადამსი რომ დაატრეიდოს ოკლაჰომამ კიდევ აკრეფს პიკებს მაგრამ რა ვიცი როცა 15 პიკი გაქვს გუნდს იქ კიდევ პიკები რაღაში უნდა გჭირდებოდეს.ცოტა მანამდეც ხო უნდა გყავდეს ისეთი გუნდი რომ სანამ პიკებით აკრეფ მოთამაშეებს ყველა თამაში არ წააგო და მთლად მუღამი არ დაუკარგო ქომაგს დარბაზში მისვლის?15 პიკში თუ ვერ გაარტყი ვერავის მაგარს მაშინ ჩათვალე რომ არ გივარგა სელექცია და ვერც 25 პიკში გაარტყამ))
ასე რომ ნორმალურად შევაფასებდი ოკლაჰომას ბოსების მუშაობას და ვფიქრობ მეტი ტრეიდი აღარაა საჭირო და ის 3 წელი უხადონ პოლსაც ეგ ხელფასი სანამ დრაფტზე ხალხს აკრეფს
ოკლაჰომამ რასის ტრეიდში მიიღო პოლი და ოთხი პირველი რაუნდის პიკი სხვადასხვა წლების ბუნებრივია.ჯორჯის ტრეიდში მიიღეს გალინარი ალექსანდერი და რვა პიკი ზოგი პირველი ზოგი მეორე რაუნდის და ეგეც სხვადასხვა წლების ბუნებრივია.ასევე გაცვალეს გრანტი და მანდაც მიიღეს პიკები.მომდევნო 6 წლის მანძილზე ოკლაჰომას ყოველ წელს შეუძლია 2-3 მოთამაშის აყვანა პირველ რაუნდში და 6 წელში ვიღაცას მაგარს უნდა გაარტყა ბოლო-ბოლო ხო?ასე რომ მშვენიერი მომავალი შეიძლება ქონდეს ამ გუნდს.ვფიქრობ პოლის დატრეიდაბაზე აღარ უნდა იფიქრონ და არც ადამსზე.15 პიკი აქვს ისედაც მომდევნო წლებში და პოლი-გალინარი-ადამსი-შროდერი-ალექსანდერი რომ დაიტოვოს ამ წლებში პლეიოფში გასვლის შანსებიც ექნება და ასევე პიკებითაც გაძლიერდება მერე.თუ კიდევ არავინ დაატრეიდა ოკლაჰომამ ნუ პირველრიგში ისევ პოლი და ადამსი მაინც შეუძლია წელსვე პლეიოფისთვის ბრძოლა.წინაზე არ ვახსენე ოკლაჰომას პლეიოფის შანსები რადგან რასს ვისში დაატრეიდებდნენ არ ვიცოდი მაგრამ ახლა არც ოკლაჰომაა არაა ჩამოსაწერი პლეიოფის ზონაში შესვლის ამბავში თუმცა ჩემპიონობა რა თქმა უნდა გამორიცხულია.მაგრამ ასეთი გუნდზე გქონდეს 15 პიკი ფუფუნებაა
მომავლის თემაა, თორემ რა გუნდიც ეხლა ყავთ დამდეგ სეზონში ბევრს ვერაფერს იზამენ ჩემი აზრით.
მთლად დაშლას და სეზონში 20 თამაშის მოგებას ეს გუნდი არ ჯობია?15 პიკი ისედაც აქვთ და რაღაზე უნდა გაცვალონ ესენიც ანუ პოლი და ადამსი?15 პიკში თუ ვერ გაარტყი 2-3 მაგარ მოთამაშეს მაშინ რა გარანტია გაქვს რომ თუნდაც 20 პიკში გაარტყამ?ამ გუნდს კი შეუძლია პლეიოფის ზონაში შეძრომა ვინ იცის როგორ წავა სეზონი
ხოო, რაც არის ეს არის. არიან გუნდები, რომლებიც რამდენიმეწლიან პაუზას იღებენ ხოლმე და შედეგისთვის არ იბრძვიან. მერე ერთიორი ნიჭიერი "ამოუხტებათ" დრაფტიდან, იქ გაცვლებშიც იხეირებენ და ისევ უბრუნდებიან მარაქას.
მესმის მაგრამ ვფიქრობ 15 პიკიც საკმარისია მაგისთვის და ეს რამდენიმე წელი პლეიოფისთვის მებრძოლი გუნდის ყოლაც შეუძლიათ პარალელურად უსუსტესი გუნდის ნაცვლად
პოლი ჰარდენს ხელს არაფერში უშლიდა. აი ვესტბრუკთან მიმართებაში კი შეიძლება გაჩნდეს ეგ პრობლემა.
პატარა ბიჭები აღარ არიან. ორივემ კარგად იცის, რაც შეუძლიათ და იასნია ბეჭდებზე ფიქრობენ. აი ეხლა გამოჩნდება ბოლომდე "ბაჯაღლო" ინდივიდუალისტებად დარჩებიან, თუ გუნდურ სულს გამოავლენენ...
არ მგონია ბურთზე დაჭამონ ერთმანეთი.ორივეს აქვს უკვე მვპ კარგი ურთიერთობა აქვს რასს წვერასთან განსხვავებით დურანტისგან და ასევე დაღვინებულია უკვე ორივე და ბეჭედი უნდათ.არ იქნებიან მარტივი გასაჩერებელი
ვესტბრუკი ქაჯი კი არის მაგრამ წვერას ამოასუნთქებს და უფრო დასვენებულს შეახვედრებს პლეიოფს.ორი სუპერენერგიული ტიპი გაიჩითა ერთად თან კარგად იცნობენ ერთმანეთს ოკლაჰომადან
მოულოდნელი კი არა ყველაზე ლოგიკური იყო ეგ გაცვლა.პოლი ფორმაში აღარაა და აღარ უნდოდა ჰიუსტონს,რასს კი საჩემპიონო გუნდში თამაში უნდოდა.ოკლაჰომა ისეთ დღეში ჩავარდა რაღაც შანსი მაინც რომ ქონოდა ამ სეზონში ერთი სტარი მაინც მიიყვანეს პოლის სახით.პლუს ხელფასებიც დაახლოებით მსგავსი.მოკლედ 4-დან 3 მხარეს აწყობდა ეგ გაცვლა.ერთადერთი პოლი დარჩებოდა უკმაყოფილო თუმცა იმხელა ხელფასი აქვს არ მგონია დიდად ღელავდეს