კალათბურთი

1:41 | 18.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „შოლეს“ დამაჯერებლად, 95:75 აჯობა. ესპანელებმა პირველი პერიოდი 9 ქულით წააგეს, მაგრამ მერე თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და 20 ქულით გაიმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა 18:32 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ მეორე ტურში 24 ოქტომბერს, თურქულ „დარუშაფაქას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102349