სხვა

17:33 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ოლიმპიადაზე ბობსლეი, ციგაობა და სკელეტონი იტალიის მიღმა გაიმართება

მილანი/კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ჯოვანი მალაგოს მიერ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე გაკეთებული განცხადებით, შეჯიბრებები ბობსლეიში, ციგაობასა და სკელეტონში იტალიის ფარგლებს მიღმა გაიმართება.

თავდაპირველი გეგმით, ასპარეზობები ეუჯენიო მონტის ტრასას უნდა მიეღო, რომელსაც 1956 წლის კორტინა დ'ამპეცოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება აქვს, თუმცა სახელმწიფოს და საორგანიზაციო კომიტეტს, როგორც ამას მალაგო განმარტავს, ობიექტის რეკონსტრუქციისთვის სახსრები არ აღმოაჩნდათ.

„რამდენიმე დღის წინ იტალიის მთავრობამ გვაცნობა, რომ ვითარებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება იქნება შეჯიბრების უკვე არსებულ ობიექტზე გადატანის საკითხის განხილვა. ამასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო კომიტეტმა იტალიის გარეთ უნდა შეარჩიოს ობიექტი. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ყველა შესაძლო სცენარზე," - განმარტავს ჯოვანი მალაგო.

2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბობსლეიში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება, ციგაობაში - ხუთი, სკელეტონში - სამი.

GEONOC.ORG.GE

0.120051