ფეხბურთი

15:52 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შოკირებული ვარ” - ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო შვედი გულშემატკივრების მკვლელობას ეხმაურება

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მხარდაჭერა გამოუცხადა ორი მოკლული შვედი გულშემატკივრის ოჯახებს და მეგობრებს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ორი შვედის ტრაგიკული დაღუპვით ბრიუსელში, სტადიონის მახლობლად, სადაც ბელგიამ შვედეთს უმასპინძლა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში. ფიფას და საფეხბურთო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. ჩვენი აზრები ბელგიელ და შვედ ხალხთან, მათ ეროვნულ ნაკრებებსა და ფედერაციებთანაა.“- წერს ინფანტინო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბრიუსელში, ბელგია - შვედეთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ, ორი შვედი გულშემატკივარი მოკლეს. პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შეწყდა.

0.114616