ფეხბურთი

14:43 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალამ „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეაჩერა

„ბაიერნის“ ნახევარმცველი, ჯამალ მუსიალა, არ ჩქარობს მიუნხენურ კლუბთან არსებული შრომითი ხელშეკრულების განახლებას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ მომავალში გუნდში საკვანძო მოთამაშის როლს მიიღებს - წერს Sport Bild.

წყაროს ცნობით, „ბაიერნს“ მუსიალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება დიდი ხანია სურს. ამასთან დაკავშირებით, აპრილში, ფეხბურთელის წარმომადგენლები შეხვდნენ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს, თუმცა მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა.

ამ დროისთვის მუსიალას და მის გარემოცვას სურთ ნახონ, როგორ განვითარდება „ბაიერნის“ პროექტი და გაიგონ, მიიღებს თუ არა მასში საკვანძო როლს 20 წლის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მუსიალამ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე რვა თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.123208