მამაკაცი, რომელმაც ორი შვედი გულშემატკივარი მოკლა, პოლიციაში გადაყვანამდე, დაკავებისას მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა - გვამცნობს DH Les Sports.
წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში რეანიმაციის გზაზე გარდაიცვალა.
დამნაშავის ვინაობა მანამდე დადგინდა. ეს იყო ლასუედ აბდესლამი, რომელიც წარმოშობით ტუნისელია. ის თავშესაფრის მაძიებელი გახლდათ და ფლობდა რამდენიმე სახის იარაღს.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ (ბელგია - შვედეთი) ორი შვედი გულშემატკივარი მოკლეს.