ფეხბურთი

11:50 | 17.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შვედი გულშემატკივრების მკვლელი დააკავეს

დღეს, 17 ოქტომბერს, შვედეთის ნაკრების ორ გულშემატკივარზე სროლისთვის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ RTBF იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, დაკავებისას მას იარაღი აღმოუჩინეს, საიდანაც ისროდა. ამ ადამიანის სრულ იდენტიფიცირებას დრო დასჭირდება, თუმცა როგორც ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, მამაკაცი, რომელმაც შვედი ფანები მოკლა, მართლაც დააკავეს. ასევე ხაზგასმულია, რომ მის დასაკავებლად პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს კრიმინალი გულმკერდის არეში დაჭრეს.

მანამდე ბელგიის დედაქალაქში განგაშის მეოთხე, ხოლო დანარჩენ ქვეყანაში მესამე დონე გამოცხადდა. გამოძიების გამო ბელგიის ზოგიერთ რაიონში მოძრაობა შეფერხდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბრიუსელში (ბელგია) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ (ბელგია - შვედეთი) ორი შვედი გულშემატკივარი მოკლეს. პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შეწყდა.

0.11495