კალათბურთი

0:14 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე საკვირაო მატჩისთვის მზადაა

“უნიქსის” ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც ვთბ-ლიგაში ყაზანელთა პირველი მატჩი სამუშაო ვიზის არქონის გამო გამოტოვა, რუსული კლუბის მომდევნო თამაშისას მოედანზე იქნება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება “უნიქსის” მთავარმა მწვრთნელმა არგირის პედულაკისმა გააკეთა.

“სანიკიძე ყაზანში გუშინ ჩამოფრინდა. მან სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვიტა და უახლოეს პერიოდში ვარჯიშსაც შეუდგება. ამგვარად, საკვირაო მატჩისთვის, იგი მწყობრში იქნება”.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს “უნიქსის” მეტოქე ფინური “ბიზონსი” იქნება, რომელიც პირველ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ 99:70 გაანადგურა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კვირასვე “არმიელები” ყუბანის “ლოკომოტივს” ესტუმრებიან.

0.123136