ფეხბურთი

21:06 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიგუა და ხვადაგიანი: "მზად ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შვედეთთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში შეხვდება.

მატჩამდე ქართველმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს. მნიშვნელოვანი თამაშია, 3 ქულა ძალიან გვჭირდება. ტაქტიკურად მზად ვართ, მთავარია ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ თამაში“, - თქვა სიგუამ.

„რთული მეტოქეა, ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმედია, გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ხვადაგიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ნიდერლანდები ლიდერობს, ხოლო საქართველო და სწორედ შვედეთი 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. აღნიშნული მატჩი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმში გაიმართება.

0.115198