დონეცკის „შახტარმა“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვან ლეუვენი და მისი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვან ლეუვენმა უკრაინული გუნდი ივლისში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით დონბასელებმა 12 მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგეს. სანამ ისინი ახალ მწვრთნელს იპოვიან, გუნდს დროებით დარიო სრნა უხელმძღვანელებს.
„შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში 18 ქულით მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკურ კლუბში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობენ.