ფეხბურთი

17:20 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ყველაზე მეტად "იუვენტუსიდან" წასვლას ვნანობ"

ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად „იუვენტუსის“ დატოვებას ნანობს, რითაც აღიარა, რომ 2014 წლის ზაფხულში, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმპულსურად მოიქცა.

„ყველაზე მეტად „იუვენტუსიდან“ წასვლა ვინანე. ეს ხდება, როცა წვრილმანებში კი დიდ პრობლემას ხედავ, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე.

„ნაპოლის“ და „რომას“ მწვრთნელობა? ეს არის ორი გუნდი, სადაც მინდა ვიმუშაო იმ ვნების გამო, რასაც ფანები ამ გუნდების მიმართ გამოხატავენ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს შესაძლებლობა გაჩნდება. თუმცა, მე გუნდებს ვიბარებ ზაფხულში და არა სეზონის მიმდინარეობისას, რადგან შემდეგ იქ გხვდება სიტუაცია, რომელიც შენამდე შეიქმნა.

საუდის არაბეთი? შეთავაზება მეც მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ 2011-2014 წლებში „იუვენტუსში“ კარგად მუშაობდა, მაგრამ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის საფუძველზე გუნდი 2014-2015 წლების სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად დატოვა.

0.113222