ფეხბურთი

16:42 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ბრაზილიის ნაკრები? ბევრი ჭორი იყო, ჯერ მხოლოდ "რეალზე" ვფიქრობ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში მის შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ახლა მხოლოდ სეზონის „რეალში“ წარმატებით დასრულებაზე ფიქრობს:

„ბევრი ჭორი გავრცელა. ამ მომენტში „რეალში“ კარგად ვარ, სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და იმედი გვაქვს, რომ საუკეთესოდ დავასრულებთ.

გარსია იმ კრიტიკას გადის, რაც ყველა მწვრთნელს გადახდომია. „ნაპოლიმ“ იდეების მქონე მწვრთნელი აიყვანა, გუნდს დრო სჭირდება ამ იდეების გაგებისთვის და მოედანზე გადასატანად. გარსია სერიოზული და პროფესიონალი მწვრთნელია, მას მხოლოდ დრო სჭირდება. „ნაპოლი“ დაბრუნდება, რადგან სტრუქტურა იგივეა, მხოლოდ კიმი ჩაანაცვლეს ნათანით.

სკუდეტო? „მილანმა“ შესანიშნავად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე, გამოცდილი ფეხბურთელები იყიდა, მაგრამ ასევე საინტერესო ახალგაზრდები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩი ფრედ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოდის. ასევე შეუძლია ბრძოლა „იუვენტუსს“, რომელიც ევროთასებზე არ გამოდის და „ნაპოლიც“ ჩაერთვება ბრძოლაში.

ფსონების სკანდალი? აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებაა, ესაა იმ ბავშვების სერიოზული დაუდევრობა, რომლებიც შევიდნენ ამ სისტემაში და უნდა იმკურნალონ. ახლა შესაბამისი დისციპლინური ზომები გატარდება, მაგრამ ბავშვები დაუდევრად მოიქცნენ და დაარღვიეს საკმაოდ მკაფიო სპორტული წესი“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებს დიდი ხანია უკავშირებენ და სავარაუდოდ, ის „სელესაოს“ 2024 წლიდან ჩაიბარებს.

0.123755