ფეხბურთი

11:02 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შესარჩევი ეტაპი დღეს დასრულებული რომ იყოს, ერთა ლიგის პლეი-ოფი ასეთი იქნებოდა...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მასპინძელ გერმანიას ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი, შოტლანდია და ესპანეთი შეუერთდნენ.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე ტური, ამდენად, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რა მოხდება - ყველაფერი ნოემბერში გაირკვევა, როდესაც დასრულდება შესარჩევი ციკლი.

ამაზეა დამოკიდებული, როგორ დაკომპლექტდება ერთა ლიგის პლეი-ოფიც, რომელმაც მარტში ევრო 2024-ის დასკვნითი 3 საგზური უნდა გაათამაშოს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან C დივიზიონის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

თურქეთის ნაკრების გასვლით, გაირკვა, რომ თურქები არ მიიღებენ მონაწილეობას პლეი-ოფში, შესაბამისად, არ იქნებიან ქართველების მეტოქეები. ამით გაირკვა, რომ ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს არ უმასპინძლებს, არამედ სხვა მეტოქე ეყოლება (ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი ან სხვა, დამოკიდებულია საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებზე).

შესარჩევი ეტაპი ამ წუთისთვის რომ იყოს დასრულებული, ერთა ლიგის სამივე დივიზიონის პლეი-ოფები (ნახევარფინალები) ასეთი იქნებოდა:

A დივიზიონი

ხორვატია - ესტონეთი

ნიდერლანდები - პოლონეთი

B დივიზიონი

ისრაელი - უკრაინა

ბოსნია - ფინეთი

C დივიზიონი

საქართველო - აზერბაიჯანი

ყაზახეთი - ლუქსემბურგი

მაგრამ, ვინაიდან საკვალიფიკაციო ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ალბათ ბევრი რამ შეიცვლება. ისე კი, საბერძნეთის ნაკრები თუ გავა ევროპის ჩემპიონატზე, C დივიზიონის ნახევარფინალები ისეთი იქნება, როგორც ზემოთაა აღნიშნული. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ლუქსემბურგსაც დიდებული შანსი აქვს საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს...

ნოემბრის მიწურულს, ყველაფერი ცნობილი იქნება.

0.124105