ფეხბურთი

0:54 | 16.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატის საგზური ესპანეთის და შოტლანდიის ნაკრებებმაც მოიპოვეს. A ჯგუფში, სადაც საქართველო გამოდის, „ფურია როხამ“ სტუმრად ნორვეგიას 1:0 აჯობა და ყველაფერი გაირკვა.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიმ გაიტანა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ წინ ორი ტურია, ესპანეთი და შოტლანდია ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ, რადგან 15-15 ქულა აქვთ.

ნორვეგიას 10 ქულა აქვს, მაგრამ მხოლოდ 1 თამაში დარჩა ჩასატარებელი, რომლის მოგების შემთხვევაშიც უშანსოდაა. საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 3 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ასე რომ, შოტლანდიასა და ესპანეთთან ქულების მოპოვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გუნდს მესამე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა ექნება, თუმცა, დიდი ალბათობით, ჯგუფში სიტუაცია უცვლელი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ: ესპანეთი, შოტლანდია, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია და რა თქმა უნდა, მასპინძელი გერმანია.

ნორვეგია - ესპანეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გავი (49)

1. ესპანეთი 6 5 0 1 19 3 16 15
2. შოტლანდია 6 5 0 1 12 3 9 15
3. ნორვეგია 7 3 1 3 11 9 2 10
4. საქართველო 6 2 1 3 9 13 -4 7
5. კვიპროსი 7 0 0 7 2 25 -23 0
0.109941