საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კვიპროსთან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მან ნაკრების რიგებში მე-12 გოლი გაიტანა. როგორც მან თქვა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გულშემატკივარი გაახაროს.
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. მითუმეტეს, როდესაც გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, რომ ისინი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთხელ გავახარო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, რომელსაც მიუხედავად სექტემბრის ცუდი შედეგებისა, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა სტადიონზე და ჩვენი სჯერა. გააგრძელონ ჩვენი გულშემატკივრობა და აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ", - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.