საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კვიპროსთან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა.
„წინა შეკრების მერე ალბათ ის შეიცვალა, რომ უფრო მეტად გავაცნობიერეთ ფეხბურთელებმა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშს განსხვავებული მოთხოვნები სჭირდება. ფეხბურთელს მოედანზე ყოველ წუთს უნდა ეტყობოდეს, რომ საქართველოს ნაკრების მაისური აცვია. ალბათ დამოკიდებულება იყო მოედანზე განსხვავებული.
რთული პირველი ტაიმი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ორმა სწრაფმა გოლმა თამაში გაადვილა, სივრცეებიც უფრო გამოჩნდა, თავდაჯერებაც მოგვემატა და დამაჯერებლად მოვიგეთ საბოლოო ჯამში. სახლში საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და განსაკუთრებული ემოცია, სიხარულია. თანაც, მნიშვნელოვანი გოლი იყო, რადგან პირველი გოლი იყო. მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.