მსოფლიო თასზე მესამე ნახევარფინალისტი გაირკვა - ინგლისის ნაკრები. ალბიონელებმა ფიჯის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
ინგლისმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და უპირატესობა მოიპოვა, 21:10 დაწინაურდა, რომლის შენარჩუნება მეორე ნახევარში მოახერხა. თუმცა, ფიჯის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ბოლო შეტევა ლელოთი ვერ დააგვირგვინა.
საბოლოოდ, ინგლისის ნაკრებმა 30:24 იმარჯვა და ნახევარფინალში საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ინგლისი - ფიჯი 30:24 (21:10)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამიტომ აფრიკა ფაორიტია
ძაან იწვალა ინგლისმა
თამაშს ვუყურე და რაღა დაგიმალოთ ინგლისი არ მომეწონა, სამხრეთ აფრიკა ფაორიტია ამ წყვილში