საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე მატჩი ჩაატარა და თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე კვიპროსი დაამარცხა.
ტაილანდთან 8:0 მოგების შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ცვლილებები გააკეთა, მაგალითად თადარიგში დატოვა გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი, რომლებმაც წინა მატჩში 8-დან 6 გოლი გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი კატასტროფულად ჩაატარა. თემურ ქეცბაიას გუნდი თავს ძალიან კარგად იცავდა, მასპინძლებს კი არათუ რეალური, არამედ ნახევრადსაგოლე მომენტი არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ იხსნა თავისი გუნდი.
თუმცა, მეორე ტაიმი განსხვავებული გამოდგა, რაზეც ალბათ, სწრაფმა გოლმა გავლენა იქონია. 46-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. ეს ერთგვარი შვება იყო, რადგან მანამდე საქართველოს ნაკრების თამაში ძალიან მძიმე სანახავი გახლდათ.
58-ე წუთზე კი, ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა გაზარდა. გიორგი ჩაკვეტაძემ კვარა დროული და ძალიან კარგი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ხვიჩამაც ეროვნულ ნაკრებში მე-12 გოლი გაიტანა (26-ე მატჩში). 82-ე წუთზე კვარამ გოლს საგოლე პასიც დაუმატა, მეტოქის კარი კი ლევან შენგელიამ დალაშქრა - ლამაზი გოლი იყო. მისთვის ეს ნაკრებში სადებიუტო გოლია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
ამრიგად, უხარისხო და ცუდი პირველი ტაიმის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მაინც უპრობლემოდ და დამაჯერებლად აჯობა - 4:0.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველო - კვიპროსი 4:0 (0:0)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
მაყურებელი: 15 871
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი; მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), აზაროვი (შენგელია 71); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85); ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
კვიპროსი (5-3-2): მალი; ანდრეუ (მ. ანტონიუ 46), კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ (კორეია 87); კირიაკუ (ხარალამპუსი 62), კუსულისი, სპოლიარიჩი; კასტანოსი (ლოიზუ 70), ხრისტოფი (კაკულისი 71)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90, პენ)
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (45) - ხრისტოფი (29), კარო (48)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ალბანერტზე რომ არაფერი ვთქვათ, ლუქსემბურგი რა დღეშია ნახეთ
ყველამ ისწავლა რა თამაში ყველამ ჩვენს გარდა
ეს კვიპროსი მართლა გიბრალტარი ანდორას დონეზეა დაწეული..
რათქმა უნდა ფეხბურთელები გვყავს შესაბამისად კარგი თამაშის რესურსიც... უბრალოდ სანიოლი და მის ზურგს უკან ამოფარებული აქაური ბანდა არ არის საქმის ერთგული.
2.5 წელია რაც ეს შტაბი წვრთნის გუნდს და ჯერ კიდევ არ არის მიახლოებითი თერთმეტეულიც კი ჩამოყალიბებული...
საუკეთესო ნაკრებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! ლიეტუვებს, გიბრალტარებს, კვიპროსს და ა.შ სტაბილურად ვუგებთ უკვე კლასის ხარჯზე მწვრთნელის არ ყოფნაში. ერთი 90-იანების ნაკრები შეიძლება მიუახლოვო, მაგრამ მოლდოვები და ლატვიები ახევდნენ სახეს იმ ნაკრებს.
ალბანეთი შესარჩევიდან მეორედ გავიდა ევროპაზე და ჩვენ პლეოფიც არ გვაქვს ნათამაშევი რადონის ფსკერზე ვართ
მარტო ალბანეთი, ლუქსემბურგი ნახე რა დღეში
ყოჩაღ კიტე ჯიმა
კვირკველიას რა უნდა ნაკრებში ცენტრიდან პას უკან მეკარეს უბრუნებს. არაფერი შეცვლილა ესპანეთის მერე მორაგბეთა ნაკრებივით უამარავი უაზრო დაკარგვები რომელსაც დიდი გუნდები იყენებენ და ვიღებთ იმ შედეგს რაც ესპანეთან მივიღეთ. მიე ბურთი კვარას დ აიქნებ ქნას ესაა და ეს ან უნდ აგაგვირდეს როგორიც კიტეს გოლის შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება მწვრთნელს არცერთი თავმოყავრე და მაღალკვალიფიციური არ ჩაიბარებს ნაკრებს
გეთანხმები მწვრთნელის მოსვლაზე, ანუ ეხლა ბევრ კარგ მწვრთნელს მოუნდება საქართველოს ნაკრებში და უნდა გამოიყენოს ეს ფედერაციამ.
ყველაზე მთავარი კარგი ის მოხდა რომ კვარაცხელიამ ნაკრებშიც გაიტანა
ისეთი სუსტია კვიპროსი ჩვენი ნაკრების ძალას ამ თამაშით ვერ შეაფასეფ
მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი იყვნენ საუკეთესოები. ქოჩორაშვილი მაგარია, მგონი გვეშველა. ამ ნაკრებს ახალგაზრდა კვალიფიციური მწვრთნელი როგორ არ უნდა ჰყავდეს. სანამ კვარა და მამარდა გვყავს, საინტერესოდ მოჩანს საქართველოს ნაკრების გაწვრთნის წინადადება. აქამდე ცხრაჯერ უნდა დატრიალებულიყვნენ, ახლა მარტო სასწაულის იმედი გვაქვს.
აი ნახეთ მოლდოვა არ წააგებს პოლონეთთან
კვარას სტატისტიკა ყველა კუთხეში წერია,ბარემ ჟორჟისაც დაგეწერათ
მაინც უნდა ითქვას, მწვრთნელი არ ჰყავს ნაკრებს. ესაა ინდივიდუალური კლასით მოგებული თამაში. ჟორჟი რატო ამოაგდო ძირითადიდან, ნეტა თვითონ თუ იცის.