ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მეექვსე მატჩს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვილი სანიოლმა ტაილანდთან სპარინგის შემდგე სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა:
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი; მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; ზივზივაძე
კვიპროსი (5-3-2): მალი; ანდრეუ, კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ; კირიაკუ, კუსულისი, სპოლიარიჩი; კასტანოსი, ხრისტოფი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით ბოლო საფეხურზეა. საქართველოსა და კვიპროსის მატჩი დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.