კალათბურთი

1:45 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 7 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში „ლენოვო ტენერიფემ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე ტურში სტუმრად „ჟირონა“ 79:65 დაამარცხა.

კანარიელები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და იოლად მოახერხეს მოგება. გიორგი შერმადინმა მხოლოდ 14:04 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 2 მოგებისა და 3 წაგების ბალანსით ლიგა ენდესაში მე-13 ადგილზეა, 22 ოქტომბერს კი, შინ „რეალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11533