მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, ვინისიუსმა თქვა, რომ ჯუდ ბელინგემს ესპანურ კლუბში გადასვლამდე დაუკავშირდა. ის დაეხმარა ინგლისელს გუნდის არჩევის გადაწყვეტილებაში, რამდენიმე საინტერესო შეტყობინების გაგზავნით.
„ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბელინგემმა კონტრქტს მოაწერა ხელი. მასთან მიმოწერა რამდენიმე თვის განმავლობაში მქონდა. ვეუბნებოდი „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია". ვიცოდი, რომ ის სხვა გუნდებსაც სურდათ. „რეალის" მთავარი სკაუტი, ჰუნი კალაფატი, ჩემი მეგობარი გახდა და მან იცის, რომ თუ შემიძლია დახმარება, დავეხმარები. იგივე გავაკეთე კამავინგასთან მიმართებაში. მასაც ვწერდი, მოვიდა და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ვიმედოვნებ, იგივე მოხდება ჯუდთან დაკავშირებითაც.“- განაცხადა ვინისიუსმა L'Equipe-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „რეალის“ 20 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ათი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია