რაგბი

21:02 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ უელსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია. სამხრეთამერიკელებმა მეოთხედფინალში უელსის ნაკრების დამარცხება მოახერხეს.

უელსი ფავორიტი იყო, მაგრამ არგენტინის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა არასდროს შეიძლება. პირველი ნახევარი ევროპელებმა 10:6 მოიგეს, თუმცა, მეორე ნახევარში არგენტინამ შესანიშნავად ითამაშა და საბოლოოდ გამარჯვება იზეიმა.

არგენტინის ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მსოფლიო თასის ნახევარფინალში (2007, 2015 წლები), სადაც ირლანდიისა და ახალ ზელანდიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

უელსი - არგენტინა 17:29 (10:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12069