„ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, მის მიმართ განხორციელებულ კრიტიკაზე, ასევე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, ლუჩიანო სპალეტთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„იტალიის ნაკრებთან არასდროს მქონია პრობლემა, ეს ყველაფერი გარედან შეიქმნა. ახლა ისინიც კი, ვინც მატჩებს არ უყურებენ, მაკრიტიკებენ, ეს მოდურია. მას შემდეგ, რაც დაღს დაგასვამენ, მოცილება რთულია.
იტალიაში ცენტრალური თავდამსხმელები არ არიანო? „ოქროს ბუცი“ მოვიგე, მაგრამ ჩემგან ალბათ მეტ გოლს ელოდნენ. 200-ის ნაცვლად 400 უნდა გამეტანა..
როგორი ურთიერთობა მაქვს სპალეტთან? მშვენიერი, ძალიან გამიხარდა, როცა კაპიტნის სამკლაური გადმომცა, ეს მნიშვნელოვანი ჟესტი იყო, რომელსაც არ ველოდი. მაშინვე ოჯახს დავურეკე აღელვებული ვიყავი. ის კარგად იქცევა, რადგან ბევრს ურთიერთობს მოთამაშეებთან. მოტივაცია არის საფუძველი და ყოველთვის ახერხებს მის მიცემას ფეხბურთელებისთვის.“ - განაცხადა იმობილემ Il Messaggero-სთან ინტერვიუში.