ფეხბურთი

18:17 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "არიან ადამიანები, რომლებიც ცნობილები ფეხბურთელებზე ჯაშუშობით ხდებიან"

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელებს რჩევა მისცა და თქვა, რომ მათ უნდა გაიგონ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პოპულარობას მათ ხარჯზე აღწევს.

„ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ცნობილი ადამიანები არიან და არსებობს სხვა ტიპისა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც ცნობილები ხდებიან ცნობილ ადამიანებზე ჯაშუშობით“, - თქვა სპალეტიმ.

ცხადია, იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მინიშნება გააკეთა ფაბრიციო კორონაზე, რომელმაც იტალიელი ფეხბურთელები ფსონების უკანანო განთავსებაში ამხილა და იტალიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. კორონა არის ადამიანი, რომელიც 7 წელი ციხეში იჯდა, მისი პროფესია კი პაპარაცობაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108526