ფეხბურთი

1:15 | 14.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია, ბელგია და საფრანგეთი ევრო 2024-ზე გავიდნენ
ლუქსემბურგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისკენ მიიწევს

ევრო 2024-ს მასპინძელი გერმანიის გარდა, კიდევ 3 მონაწილე ოფიციალურად შეემატა. საფრანგეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებებმა ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდეს.

დიდიე დეშამის გუნდმა ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებს 2:1 აჯობა. კილიან მბაპემ ორი ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საფრანგეთი 6 ტურში 18 ქულით უკვე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

საბერძნეთმა ირლანდიას 2:0 მოუგო და ნიდერლანდებთან მეორე ადგილისთვის იბრძვის. ბერძნებს 3 ქულით მეტი აქვთ, მაგრამ თამაშით მეტიც ჩაატარეს, თან ნიდერლანდებთან სტუმრად 0:3 აქვთ წაგებული, ასე რომ, გუსტავო პოიეტის გუნდს დიდი შანსი მაინც არ აქვს. საბერძნეთის ბედი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეა. მომდევნო ტურში საბერძნეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს და თუ მოიგებს, შანსი გაეზრდება, თუმცა, ბერძნებისთვის მაინც ძნელი იქნება შესარჩევი ეტაპიდან ევროზე მოხვედრა...

ნიდერლანდები - საფრანგეთი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მბაპე (7), 0:2 მბაპე (53), 1:2 ჰარტმანი (83)

ირლანდია - საბერძნეთი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 გიაკუმაკისი (20), 0:2 მასურასი (45)

1. საფრანგეთი 6 6 0 0 13 1 12 18
2. საბერძნეთი 6 4 0 2 12 5 7 12
3. ნიდერლანდები 5 3 0 2 9 7 2 9
4. ირლანდია 6 1 0 5 5 9 -4 3
5. გიბრალტარი 5 0 0 5 0 17 -17 0

ბელგიის ნაკრებმა ავსტრიის ნაკრებმა ლუკებაკიოს დუბლით და ლუკაკუს გოლით 3:2 მოუგო. ბელგიამ გაინაღდა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, მაგრამ ავსტრიაც პრაქტიკულად იქაა, რადგან შვედეთს 7 ქულით უსწრებს. მართალია, ავსტრიელებს თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, მაგრამ 7 ქულა დიდი უპირატესობაა.

ავსტრია - ბელგია 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკებაკიო (12), 0:2 ლუკებაკიო (55), 0:3 ლუკაკუ (58), 1:3 ლაიმერი (73), 2:3 ზაბიტცერი (84)

1. ბელგია 6 5 1 0 16 3 13 16
2. ავსტრია 6 4 1 1 14 7 7 13
3. შვედეთი 5 2 0 3 11 8 3 6
4. აზერბაიჯანი 5 1 1 3 4 11 -7 4
5. ესტონეთი 6 0 1 5 2 18 -16 1

პორტუგალიის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე აქამდე ყველა მატჩი მოიგო და ფინალურ ეტაპზე გავიდა. კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიბრწყინა, ამჯერად სლოვაკეთთან (3:2) დუბლით და ნაკრებში უკვე 125 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალია თუ ფინალურ ეტაპზეა, მეორე ადგილისთვის ბრძოლაა.

სლოვაკეთს 13 ქულა აქვს, ლუქსემბურგს - 11. მომდევნო ტურში ისინი ლუქსემბურგში ხვდებიან ერთმანეთს და თუ მასპინძლები მოიგებენ, ევრო 2024-სკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. მოგეხსენებათ, ლუქსემბურგიც ერთა ლიგაზე საქართველოს პოტენციური მეტოქეა, მაგრამ საქმე ისე მიდის, შეიძლება ფინალურ ეტაპზე მანამდე გავიდეს - ლუქსემბურგი... ამ ჯგუფში ჯერ უშანსოდ არც ბოსნიაა, რომელსაც 9 ქულა აქვს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება.

პორტუგალია - სლოვაკეთი 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 რამოში (18), 2:0 რონალდუ (29, პენ), 2:1 ჰანჩკო (80), 3:1 რონალდუ (72), 3:2 ლობოტკა (80)

ლიხტანშტაინი - ბოსნია (0:1)

გოლები: 0:1 რაჰმანოვიჩი (13), 0:2 სტევანოვიჩი (41)

ისლანდია - ლუქსემბურგი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოსკარსონი (23), 1:1 როდრიგესი (46)

1. პორტუგალია 7 7 0 0 27 2 25 21
2. სლოვაკეთი 7 4 1 2 10 5 5 13
3. ლუქსემბურგი 7 3 2 2 8 17 -9 11
4. ბოსნია 7 3 0 4 7 9 -2 9
5. ისლანდია 7 2 1 4 11 10 1 7
6. ლიხტანშტაინი 7 0 0 7 1 21 -20 0
0.79268