ფეხბურთი

17:29 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება 5 მილიონით გაძვირდა

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა, რის შედეგადაც გიორგი მამარდაშვილი 5 მილიონი ევროთი გაძვირდა.

23 წლის ქართველი მეკარის ღირებულება ახლა 30 მილიონი ევროა. გიორგი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოში 241-ე პოზიციაზე, ლა ლიგაში 36-ზე, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 29-ე საფეხურზე, ხოლო მეკარეებში მე-13 ადგილზე.

მეკარეებიდან Transfermarkt-ს მამარდაშვილზე ძვირად დიოგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, მაიკ მენიო, ტიბო კურტუა, ედერსონი, ანდრე ონანა, გრეგორ კობელი, იან ობლაკი, ალისონი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, აარონ რამსდეილი და დავიდ რაია ჰყავს შეფასებული.

0.114744