საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებთა მატჩს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ინგლისელები იმსაჯებენ.
უეფას ცნობით, მთავარი მსაჯი რობერტ ჯონსი იქნება, რომელმაც ბოლოს პრემიერლიგაში „ვულვზი“ – „ასტონ ვილა“ განსაჯა, ხოლო მანამდე „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი.
ჯონსის ასისტენტები იქნებიან უეიდ სმიტი და იან ჰუსენი, მეოთხე მსაჯის როლში იმუშავებს საიმონ ჰუპერი, ხოლო VAR-ის ოთახში იმუშავებენ დევიდ ქუთი და პეტერ ბენკსი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.