რაგბი

15:55 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

U18 | ტიტულის დასაცავად პრაღაში

უმცროსი ბორჯღალოსნები 11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს და ტიტულის დაცვას ეცდება.

საქართველომ 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს, ფინალში საფრანგეთის 8:3 ძლევით მოიპოვა და მას შემდეგ ტიტული ზედიზედ სამჯერ შეინარჩუნა (2019 წელს ესპანეთთან 20:10; 2021 წელს პორტუგალიასთან 27:0 და 2022 წელს იმავე პორტუგალიასთან 34:10. 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო).

18-წლამდელთა ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს და ტრადიციულად, ის ფლეი ოფის სისტემით გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები 1/4-ფინალში შვეიცარიას ეთამაშებიან. სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: ბელგია – ნიდერლანდები; პორტუგალია – რუმინეთი; ესპანეთი – ჩეხეთი.

თამაშები 11 ნოემბერს, „მარკეტა სთედიუმზე“ ჩატარდება, რომელიც 10 ათას მაყურებელს იტევს.

RUGBY.GE

0.113566