პსჟ-ის, „ნიცასა“ და „ლილის“ ყოფილი დამრიგებელი, კრისტოფ გალტიე, „ალ-დუჰაილის“ მწვრთნელი გახდა - გვამცნობს ყატარული კლუბის პრესსამსახური.
ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
გალტიეს ბოლო სამსახური პსჟ-ში გახლდათ. მისი თავკაცობით პარიზელებმა ლიგა 1-ის მე-11 ტიტული მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8 ფინალში „ბაიერნმა“ გამოთიშა.
მანამდე პსჟ-ის ფეხბურთელები: მცველი აბდუ დიალო („ალ-არაბი“), ასევე ნახევარმცველები იულიან დრაქსლერი („ალ-აჰლი“) და მარკო ვერატი („ალ-არაბი“) ყატარის ჩემპიონატში გადავიდნენ.
ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალტიეითი „ნაპოლი“ დაინტერესდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც შეეხება ნაპოლიში მის გადასვლას ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი
კაკრას საკუთარი ადგილი ნახა