ფეხბურთი

13:38 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კოსოვოსა და ისრაელს შორის გადადო

უეფამ გადადო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ისრაელისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის - გვამცნობს ორგანიზაციის პრესსამსახური.

კოსოვოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის თამაში 15 ოქტომბერს პრიშტინაში უნდა გამართულიყო. უეფას შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მატჩის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე ისრაელისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის შეხვედრა, რომელიც თელ-ავივში 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 15 ნოემბრისთვის გადაიდო.

ექვსი ტურის შემდეგ ისრაელელები I ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზე დგანან. ისრაელის გარდა ამ ჯგუფში შვეიცარიის, რუმინეთის, ბელარუსისა და ანდორას ეროვნული გუნდები თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124195