ფეხბურთი

12:53 | 12.10.2023 | ნანახია 457 - ჯერ

მორატა: „ზაფხულში შემეძლო საუდის არაბეთში წავსულიყავი, მაგრამ სიმეონემ გადამარწმუნა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს ახლოს იყო მადრიდული კლუბის დატოვებასთან.

„შემოთავაზება მქონდა საუდის არაბეთიდან. იქ რომ წავსულიყავი, ვიტყოდი; ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე - მეთქი, რათა მოძულეები გამებრაზებინა.

თავიდან კლუბიდან წასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ შემდეგ სიმეონე მესაუბრა და გადამარწმუნა. ძალიან მინდა „ატლეტიკოსთან“ ერთად ტიტულის მოგება. წარმოუდგენელი გრძნობაა.

ამ ზაფხულს ორჯერ გავაგრძელე კონტრაქტი: ჯერ 2026 წლამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი სეზონით.“ - ციტირებს მორატას სიტყვებს Marca.

ამ სეზონში მორატამ „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:52 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისეთებმა ვისაც ფული ისედაც ქონდათ

00:52 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბევრმა ვერ გაუძლო ფულის ცდუნებას

12:59 | 15.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აგუერო ფორლანი ტორესი ფალკაო გრიზმანი

12:59 | 15.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისე ატლეტიკოში ბევრი ტავდამსხმელი ყოველთვის კარგათ გამოიყურებოდა

08:06 | 14.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კარგათ მოქცეულა, მერეც მოასწრებს მანდ გადასვლას

0.134175