ფეხბურთი

10:50 | 12.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხულენ ლოპეტეგიმ „ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა

ხულენ ლოპეტეგი მზად არის უხელმძღვანელოს „ნაპოლის,“ თუ რუდი გარსია გადადგება - წერს Corriere dello Sport.

წყაროს ცნობით, ლოპეტეგიმ თავად შესთავაზა თავისი მომსახურება ნეაპოლელებს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს.

57 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „ვულვერჰემპტონი“ იყო. ლოპეტეგის ხელმძღვანელობით კლუბმა პრემიერლიგის 2022/2023 წლების სეზონში 41 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა.

ლოპეტეგი ასევე ხელმძღვანელობდა მადრიდის „რეალს,“ „სევილიას,“ „პორტუს“ და ესპანეთის ეროვნულ გუნდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107721