„ინდეპენდიენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მის გუნდში სამმა ფეხბურთელმა მიმატება-გამოკლება არ იცის.
როგორც არგენტინელმა აღნიშნა, კლუბი დაიქირავებს მასწავლებლებს, რათა ფეხბურთელებმა ისწავლონ.
„მე და შემმა შტაბმა ჩავატარეთ ექსპერიმენტი: ვთხოვეთ ჩვენს ფეხბურთელებს მარტივი მათემატიკური ამოცანები ამოეხსნათ ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ყოველი ინტენსიური ვარჯიშის ბოლოს ვთხოვდი მათ ეთქვათ რამდენია 2+2 და სამმა მათგანმა ვერ მიპასუხა. აი, რა არის სიღარიბე! ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მათ საკვები და მატერიალური დახმარება, მაგრამ სიღარიბიდან მხოლოდ სწავლით შეიძლება გამოსვლა.
იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვრო და იცოდე, როგორ მართო ცხოვრება, აუცილებელია ისწავლო, იცოდე კითხვა და იცოდე რას აწერ ხელს. სწორედ ამიტომ, მე და კლუბმა გადავწყვიტეთ დავიწყოთ კონკრეტული პროექტი, რომლითაც თითოეულ ფეხბურთელს მასწავლებელი გარანტირებულად ეყოლება. ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ვისაც ეს ჭირდება, დარჩება ორი დამატებითი საათის განმავლობაში, რათა ისწავლოს და გამოასწოროს ხარვეზები“, - თქვა ტევესმა.