საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეოთხე მატჩი ფინეთის წინააღმდეგ გამართა. ქალაქ ტურკუში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.
ჩვენი გუნდის რიგებში გატანილი გოლები ბრუნო გომესის, ზვიად კუპატაძის და შაგინიას ანგარიშზეა.
მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ჩატარებული 4 მატჩის შედმეგ, საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და E ჯგუფში მეორე პოზიციაზეა.