თამაშგარე

13:55 | 11.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალიშა ლემანი: "ძალიან ცნობილმა ადამიანმა ერთ ღამეში 100 000 შემომთავაზა"

შვეიცარიის ნაკრებისა და ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი ალიშა ლემანი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

24 წლის ფეხბურთელს ინსტაგრამზე 16 მილიონი გამომწერი ჰყავს, უფრო მეტიც კი, ვიდრე მის ლეგენდარულ თანამემამულე როჯერ ფედერერს. ალიშას გული სწყდება, რომ უფრო მეტად ხალხი ინფლუენსერობით იცნობს, ვიდრე ფეხბურთით. ლემანმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პიროვნება სექსის სანაცვლოდ ღამეში 100 000 ევროს სთავაზობდა...

„ბევრი ადამიანი ჩემი ცხოვრების მხოლოდ სოციალურ მხარეს ხედავს და არა იმას, რეალურად, თუ როგორ ვთამაშობ ფეხბურთს. ამის გამო ზოგჯერ იმედგაცრუებული ვარ, რადგან ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. ვვარჯიშობ და მინდა საუკეთესო მოთამაშე ვიყო. ხალხმა ნამდვილად არ იცის, როგორ ვთამაშობ. მესიჯები ძალიან ცნობილი ადამიანისგან მივიღე, რომელთანაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე უკვე ვიყავი შენახვედრი. მან მომწერა, რომ 100 ათას შვეიცარიულ ფრანკს მთავაზობდა მასთან ერთად ღამის გატარებაში (104 ათასი ევრო), ჩემი პასუხი ასეთი იყო: „აბსოლუტურად არა! მხოლოდ 100 000?“. დღემდე მაქვს მისი მესიჯი ტელეფონში. ფეხბურთელია? არ შემიძლია მისი სახელი დავასახელო, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ძალიან ცნობილია“, - თქვა ლემანმა.

ალიშა ლემანს შვეიცარიის ნაკრებში 44 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო დონეზე მას „იანგ ბოიზში“, „ვესტ ჰემში“, „ევერტონში“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2021 წლიდან „ასტონ ვილაში“ გამოდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118326